რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 833 შემთხვევა გამოვლინდა, 18 636 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

13:40, 24.08.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 833 შემთხვევა გამოვლინდა, 18 636 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“- ით გარდაიცვალა 794 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 6 785 374 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 053 503 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი