რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 024 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 797 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 024 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 797 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 797 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 18 024 პირს, გამოჯანმრთელდა 18 262 ინფიცირებული.

8 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 065 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 320 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 189 582 პაციენტი გარდაიცვალა.