რუსეთში კორონავირუსის 17 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 795 პაციენტი

12:58, 07.09.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 425 შემთხვევა გამოვლინდა, 17 243 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 795 პაციენტი.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

7 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 030 455 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 302 250 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი