რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 27 543 ადამიანს გამოუვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 27 543 ადამიანს გამოუვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 27 543 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 496 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 26 682-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 2 215 533 შემთხვევა, მათ შორის 1 712 174 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 558 გარდაიცვალა.