რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 749 შემთხვევა გამოვლინდა, 383 პაციენტი კი გარდაიცვალა

13:02, 24.02.2021

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 383 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4 200 902 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 84 430 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი