რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბძოლო მასალების საცავი იწვის
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბძოლო მასალების საცავი იწვის

რუსეთში, ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკასთან საბძოლო მასალების საცავი იწვის.

ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სახლები არ დაზიანებულა. არ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ამასთან, რუსული მედია წერს, რომ ბელგოროდის ოლქის სოფლის მიმართულებით, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, 24 თებერვლიდან არაერთხელ გაიხსნა ცეცხლი უკრაინის მხრიდან.