რუსეთში, ბელგოროდის ოლქში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან სარკინიგზო გზა დაზიანდა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, რომელიც ხარკოვის ოლქს ესაზღვრება, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სარკინიგზო გზა დაზიანდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ საშუალებით ავრცელებს რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩისლავ გლადკოვი.
„შებეკინის საქალაქო რაიონში დაზიანებულია სარკინიგზო ხაზები. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს ოპერატიული ჯგუფი. მიზეზების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერს გუბერნატორი.
შებეკინო უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.