რუსეთში ბელარუსიდან ვაშლისა და მსხლის იმპორტი აიკრძალა
რუსეთში ბელარუსიდან ვაშლისა და მსხლის იმპორტი აიკრძალა

როსსელხოზნადზორმაბელარუსიდან რუსეთში ვაშლისა და მსხლის იმპორტი აკრძალა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სანიტარული უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აკრძალვა 12 აპრილიდან შევა ძალაში და როგორც უწყებაში განმარტავენ, შენარჩუნდება შექმნილი სიტუაციის დარეგულირებამდე.

რუსული მედიის ცნობით, აპრილის პირველი კვირის განმავლობაში რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე გააჩერეს 39 ავტომობილი სასანქციო პროდუქციით ფიტოსანიტარული დოკუმენტების გარეშე,მათგან 36 ვაშლითა და მსხლით იყო დატვირთული.

როსსელხოზნადზორში“ აცხადებენ, რომ გამუდმებით არის ბელარუსიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის მინსკის მიერ გაცემული ფიტოსანიტარული სერტიფიკატებით შეტანის მცდელობა, რომლებიც წარმომავლობის ქვეყანაზე ყალბ მონაცემებს მოიცავს. რუსული მხარის განცხადებით, ამგვარი შემთხვევები ადასტურებს კონტროლის არარსებობას და აღნიშნული სერტიფიცირებისადმი ნდობას ლახავს.