რუსეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი ზახარ პრილეპინი დაშავდა

16:46, 06.05.2023

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ავტომობილის აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, მწერალი ზახარ პრილეპინი დაშავდა, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა პროპაგანდისტის მძღოლი, ხოლო თავად პრილეპინი დაშავებულია.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი