რუსეთში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც დრონების მწარმოებელი ქარხნის, „ურალდრონზავოდის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ტკაჩუკი იმყოფებოდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

15:20, 05.08.2026

რუსეთში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც დრონების მწარმოებელი ქარხნის, „ურალდრონზავოდის“ ხელმძღვანელი ვლადიმირ ტკაჩუკი იმყოფებოდა.

რუსული მედიის თანახმად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ეკატერინბურგის მახლობლად, დასახლება ბალშოი ისტოკში აფეთქდა.

გავრცელებული ცნობით, ტკაჩუკი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საზოგადოებისთვის საშიში გზით ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის.

„ურალდრონზავოდი“ „უპირის“ ტიპის დრონებს აწარმოებს.

მსგავსი