რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვლადიმერ პუტინისთვის ევროპის უსაფრთხოების შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია დაასახელა
რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი მაიკ მაკფოლი კრემლის მიერ წამოყენებულ პირობებს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ეხმაურება. მაკფოლმა ვლადიმერ პუტინისთვის ევროპის უსაფრთხოების შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია დაასახელა და საპასუხო პირობების სიას სთავაზობს.
„ახლა, როცა პუტინმა ევროპის უსაფრთხოების შეთანხმებასთან დაკავშირებით საკუთარი იდეები გამოაქვეყნა, ნება მიბოძეთ, წარვადგინო შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი:
1. რუსეთი თანხმდება მოლდოვადან ძალების გაყვანას და ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტის სრულად აღდგენას.
2. რუსეთი თანხმდება საქართველოდან ძალების გაყვანას, უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე და სრულად აღადგენს საქართველოს სუვერენიტეტს.
3. რუსეთი თანხმდება უკრაინიდან ძალების გაყვანას, უბრუნებს ყირიმს უკრაინას, წყვეტს უკრაინაში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერას და აღადგენს ამ ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტს სრულად.
4. რუსეთი თანხმდება კალინინგრადიდან ისკანდერის რაკეტების გამოტანას.
5. ინდივიდუალური და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობის აღიარებით, რუსეთი თანხმდება, შეწყვიტოს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თუ რუსეთი.
6. რუსეთი განამტკიცებს დადებულ პირობებს იმ შეთანხმებებზე, რომლებსაც უკვე მოაწერა ხელი, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე.
მეტის დამატებაც შემიძლია, მაგრამ მოლაპარაკების დასაწყებად ესეც საკმარისია“, – წერს მაკფოლი.
Now that Putin has published his ideas for a new European security agreement, let me propose some additional articles to the draft agreement. 1/
— Michael McFaul (@McFaul) December 17, 2021