რუსეთში აცხადებენ, რომ ვორონეჟში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, ისმოდა აფეთქებების ხმა
რუსეთში აცხადებენ, რომ ვორონეჟში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, ისმოდა აფეთქებების ხმა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული, ისმოდა აფეთქებების ხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეს ვორონეჟის ის თბოელექტროსადგური წარმოადგენდა, რომელიც ქალაქისთვის მთავარი მიმწოდებელია. სადგური ელექტროენერგიით ოთხ რაიონს და ათასზე მეტ საწარმოს, მათ შორის ვორონეჟის უდიდეს ქარხანას – „ვორონეჟსინტეზკაუჩუკს“ ამარაგებს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის დროებითი გათიშვის შესახებ განაცხადეს. ოლქის გუბერნატორმა სარაკეტო საფრთხის შესახებ განაცხადა, თუმცა თბოელექტროსადგურზე თავდასხმის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინული კომპანიის, „ცენტრენერგოსთბოელექტროსადგურებზე ომის დაწყებიდან რუსეთის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. შედეგად ელექტროენერგიის გამომუშავება სრულად შეჩერდა.

უკრაინული მედიის მიხედვით, უპრეცედენტო რაოდენობის რაკეტები და დრონები იმავე თბოელექტროსადგურებს ესხმოდა თავს, რომლებიც 2024 წლის დამანგრეველი თავდასხმის შემდეგ აღადგინეს.