რუსეთში აცხადებენ, რომ ურალის ფედერალური ოლქის ყველა რეგიონში სარაკეტო იერიშის საფრთხე პირველად გამოცხადდა

20:22, 29.05.2026

სარაკეტო იერიშის საფრთხე პირველად გამოცხადდა ურალის ფედერალური ოლქის ყველა რეგიონში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, არტიომ ჟოგამ განაცხადა.

სარაკეტო განგაში გამოცხადდა ურალის ფედერალური ოლქის ექვსივე – კურგანის, სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკისა და ტიუმენის ოლქებში, ასევე შორეულ ხანტი-მანსიისკისა და იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქებში.

ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა ტიუმენის ოლქსა და იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში.

შესაძლო ინციდენტების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, ურალის ოლქის სამხრეთ საზღვრებიდან რუსეთ-უკრაინის საზღვრამდე მანძილი 2 000 კილომეტრს აღემატება.

მსგავსი