რუსეთში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ
რუსეთში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობენ

კრემლი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საჯაროდ 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა და ქვეყანაში ჩატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა. ტელეკომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სამხრეთ კორეაში კი ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შესაძლოა, საჯაროდ გამოჩენას კორონავირუსის პანდემიის გამო ერიდება.

დატოვე კომენტარი