რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-სთან რუსეთის ელჩის კანდიდატურა შეათანხმეს, რუსეთის დიპლომატიურ მისიას ალექსანდრ დარჩიევი უხელმძღვანელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვმა ვაშინგტონიდან რუსეთის ელჩად ალექსანდრ დარჩიევის დანიშვნის აგრემანი მიიღო.
სამინისტროს ცნობით, ელჩი ვაშინგტონში მალევე გაემგზავრება.
ალექსანდრ დარჩიევი ვაშინგტონში, რუსეთის დიპლომატიურ მისიაში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. 1997-2002 წლებში ის იყო საელჩოს მრჩეველი.
2014 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის იანვრამდე დიპლომატი რუსეთის ელჩად კანადაში მუშაობდა.
2021 წლის იანვრიდან ალექსანდრ დარჩიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.