874 რუს სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამხედროებს ტესტირება მარტიდან უტარდებოდათ. ახლა ინფიცირებული სამხედროები მკურნალობას გადიან. მათ გარდა, ვირუსი ასევე დაუდგინდა 779 კურსანტს სამხედრო სასწავლებლიდან, ასევე, მათ პედაგოგებს.