რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპის ფარგლებში მხარეებს შორის კიდევ 303-303 პატიმარი გაიცვალა
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მესამე ეტაპის ფარგლებში მხარეებს შორის კიდევ 303-303 პატიმარი გაიცვალა. ეს ეტაპი უკრაინასა და რუსეთს შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში საბოლოო იყო, რომლის თანახმად მხარეებმა სამი დღის განმავლობაში 1000-1000 პატიმარი გაათავისუფლეს.
ორივე მხარეს გათავისუფლებულებს შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები.
უკრაინის მიერ გათავისუფლებული სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
შეთანხმების შესაბამისად, 23 მაისს მხარეებმა 390-390 ადამიანი გაათავისუფლეს, 24 მაისს კი 307-307 ადამიანი.