რუსეთის დუმის სპიკერი - ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ
რუსეთის დუმის სპიკერი - ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ

ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ, – ამის შესახებ რუსეთს დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განცხადა.

ვოლოდინმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს შესაბამისი საპროტოკოლო ბრძანების მომზადება დაავალა.

„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გაცვალონ. ესენი არიან ომის კრიმინალები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცნენ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს უმკურნალონ, ჰუმანურად მოეპყრონ, მათ, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს, მაგრამ რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა იყოს“, – თქვა ვოლოდინმა.