რუსეთს ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკითხვა სურს
რუსეთს ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკითხვა სურს

რუსეთს ბერლინის კლინიკაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკითხვა სურს. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათი განცხადებით, უწყება უახლოეს მომავალში გერმანიის მთავრობას მიმართავს, რათა ნავალნის საქმის გამოძიებაში რუსი სპეციალისტები დაუშვან.

„ქვედანაყოფის გამომძიებელი ამზადებს დამატებით მოთხოვნას, რომელიც მოიცავს შუამდგომლობას, რათა რუსეთის შსს-ის გამომძიებლებს ჰქონდეთ უფლება, აღნიშნული ფაქტი შეამოწმონ და რუსი ექსპერტი დაესწროს ნავალნისთან, ექიმებთან და ექსპერტებთან დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე, ჰქონდეს კითხვების დასმის საშუალება,“ – განაცხადეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ბერლინის კლინიკაში იმყოფება, 7 სექტემბერს ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს. 10 სექტემბერს მისი დაცვა გააძლიერეს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს შეუძლოდ გახდა. ის თავდაპირველად ომსკში, შემდეგ კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინში გადაიყვანეს. 2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.