რუსეთმა ზაპოროჟიეში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყა, დაღუპულია 16 ადამიანი

10:07, 29.07.2025

გასულ ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებას დაარტყა.

შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაშავდა.

„ღამით მტერმა რვაჯერ დაარტყა ზაპოროჟიეს რაიონს. ერთ-ერთი დარტყმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე განხორციელდა. 16 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა“, – აღნიშნავს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედეროვი.

მსგავსი