რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდ.

კერძოდ, რუსეთმა „შავ სიაში“ შეიყვანა უმაღლესი რადას 41 დეპუტატი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

სიაში მოხვდნენ პარტიების „ევრპული სოლიდარობის“, „გოლოსისა“ და „ბატკივშინას“ წევრები, ასევე უფრაქციო დეპუტატები.

„შავ სიაში“ მყოფი პირების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკურ შეზღუდვებს აწესებს.

რუსეთმა უკრიანის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სანქციები თავდაპირველად 2018 წელს დაუწესა.