რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა

10:48, 29.03.2024

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკულ ობიექტებს.

„დაზიანდა ცენტრალურ და დასავლეთის რეგიონებში თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები“, – აღნიშნულია უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს” განცხადებაში.

ღამით რუსეთის ჯარებმა უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეუტიეს. აფეთქებები მოხდა დნეპრის, ხმელნიცკისა და ივანო-ფრანკივსკის რეგიონებში.

მსგავსი