რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში სარაკეტო დარტყმები განახორციელა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში სარაკეტო დარტყმები განახორციელა. მედიის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმის შედეგად კრივოი-როგის მიმდებარედ, სახლში ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა.
მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ რვა ადამიანი. იერიშების სამიზნე გახდა კიევიც, სადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დარტყმების შედეგად რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ლვოვის მერის განცხადებით კი, ქალაქში თხუთმეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მოქალაქეს ნანგრევებში კვლავ ეძებენ, რის გამოც დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.