რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა განახორციელა, ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ

11:10, 12.09.2026

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის არმია ოდესას, კრივოი როგს, დნეპრსა და ზაპოროჟიეს რაკეტებით და დრონებით დაესხა თავს.

თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა კრივოი როგში, ზაპოროჟიესა და კიევში. ოდესაში თავდასხმის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. დაზიანებულია გაზსადენებიც.

ოდესაში თექვსმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. კრივოი როგსა და დნეპრში თავდასხმის სამიზნე გახდა სამრეწველო საწარმოები.

ზაპოროჟიეში დრონები საცხოვრებელ ზონებში აფეთქდა, რამაც კერძო სახლები დააზიანა. კიევის რეგიონში სულ თხუთმეტი ობიექტი დაზიანდა, მათ შორის შვიდი კერძო სახლი, სატრანსპორტო საშუალება, საწყობები და ანგარები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზი.

მსგავსი