რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 112 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 81 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს

14:25, 07.02.2025

რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 112 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, მათგან 81 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირისა და ხმელნიცკის რეგიონებში.

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, სუმის რეგიონში „შაჰედის“ ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.

მსგავსი