რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და დრონებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

12:18, 30.10.2025

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რაკეტებით და უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა.

უკრაინის უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვაა გამოცხადებული.

დაბომბვის სამიზნე ასევე გახდა საცხოვრებელი ზონები.

უკრაინული მედიის თანახმად, ზაპოროჟიეში საერთო საცხოვრებლის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი ბავშვია.

რუსეთის არმიამ ასევე დაბომბა ივანო-ფრანკოვსკი და კიევის რეგიონი.

რუსეთის სამიზნე გახდა უკრაინის დასავლეთ რეგიონებიც.

გავრცელებული ცნობით, რუსეთს არმიამ თავდასხმის დროს „კალიბრის“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტები გამოიყენა.

მსგავსი