რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა 31 დეკემბერს მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.

საავიაციო და ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაში გამოცხადდა.

მედიის ცნობით, ჰაერში აფრინდა არანაკლებ ექვსი რუსული თვითმფრინავი TU-22, რომლებმაც უკრაინისკენ Х-22 ტიპის რაკეტები გაუშვეს. ასევე სავასლეიკას აეროდრომიდან აფრინდა MIG-31-ის ტიპის გამანადგურებელი, რომელმაც სავარაუდოდ „კინჟალის“ ტიპის რაკეტა გაუშვა.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის გამო გააქტიურებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა კერძო შენობის სახურავზე დარნიცკის რაიონში. დაზარალებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული რაკეტები და დრონები კიევის, სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქებში შენიშნეს.

წინასწარი მონაცემებით, სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 12 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ორი საგანმანათლებლო დაწესებულება, დანგრეულია ინფრასტრუქტურის ობიექტები.