რუსეთმა უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე ორლოვკის გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა

12:35, 22.11.2025

გასულ ღამეს რუსეთმა ორლოვკის გამშვებ პუნქტზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ორლოვკის გამშვები პუნქტი ოდესაში, უკრაინა-რუმინეთის საზღვარზე მდებარეობს.

თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მუშაობა დროებით შეჩერებულია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი