უეფა-მ უარყო ინფორმაცია ევრო 2020-ის რუსეთში ჩატარების შესახებ
უეფა-მ უარყო ინფორმაცია ევრო 2020-ის რუსეთში ჩატარების შესახებ

უეფა აპირებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარებას 12 ქვეყნის 12 სტადიონზე, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.

რამდენიმე წყაროს ცნობით, უეფამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურნირის ყველა მატჩი, შესაძლოა, მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევრო 2020 გადაიტანეს 2021 წლის ზაფხულისთვის. ჩემპიონატი გაიმართება ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, დუბლინში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, ამსტერდამსა და სანკტ-პეტერბურგში.