რუსეთმა თურქეთთან საზენიტო-სარაკეტო სისტემის, „ეს-400“-ის მეორე კომპლექტის მიწოდების კონტრაქტი გააფორმა
რუსეთმა თურქეთთან საზენიტო-სარაკეტო სისტემის, „ეს-400“-ის მეორე კომპლექტის მიწოდების კონტრაქტი გააფორმა

რუსეთმა თურქეთთან საზენიტო-სარაკეტო სისტემის, „ეს-400“-ის მეორე კომპლექტის მიწოდების კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, „როსობორონექსპორტის“ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის, ალესანდრ მიხეევის განცხადებით, კონტრაქტი ხელმოწერილია და ამჟამად, მისი განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური პირობების განხილვა მიმდინარეობს.

„ეს 400“-ის შესყიდვის კონტრაქტი რუსეთს და თურქეთს შორის 2017 წელს გაფორმდა.

თურქეთი ნატო-ს პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები შეიძინა. პირველი კომპლექტი თურქეთმა 2019 წლის აგვისტოში შეიძინა. თურქეთის გადაწყვეტილებამ აშშ-ის და ნატო-ს უკმაყოფილება გამოიწვია.