რუსეთმა შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახუროს
რუსეთმა შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახუროს

სოციალურ ქსელ Twitter-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რუსი დიპლომატების ქვეყნებიდან გაძევების გამო, რუსეთმა საპასუხო ზომად შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგში მდებარე აშშ-ის საკონსულო დახუროს.

გამოკითხვა ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ორშაბათს განათავსეს.

ჩამონათვალში ვლადივასტოკის, ეკატერინბურგისა და სანქტ-პეტერბურგის საკონსულოები იყო მითითებული.

გამოკითხვაში სულ 57.5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სანქტ-პეტერბურგის საკონსულოს დახურვას კი მხარი 47 პროცენტმა დაუჭირა.

ვაშინგტონმა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით 48 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანას დატოვებს ასევე გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 12 თანამშრომელი და დაიხურება სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო.

დატოვე კომენტარი