რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულო დახურა
რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულო დახურა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის საკონსულომ სანკტ-პეტერბურგში ფუნქციონირება 18 სექტემბრამდე უნდა შეწყვიტოს.
ოფიციალურმა მოსკოვმა რუსეთში საქმიანობის შეჩერება გერმანიის გოეთეს ინსტიტუტის კულტურულ ცენტრსაც დაავალა. თანამშრომლებს რუსეთის დატოვება 13 სექტემბრამდე დაევალათ.
„სწორედ გერმანიის მმართველობაა, ვინც ორმხრივი ურთიერთობების ესკალაციის ახალი რაუნდი გამოიწვია. შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გერმანიის მთავრობას ეკისრება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ცნობისთვის, გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანიამ რუსეთი ლაიფციგისა და ჰალეს აეროპორტში დრონებით თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა.