რუსეთმა საერთაშორისო ფრენები სრულად შეწყვიტა, რის გამოც აშშ-ის ასობით მოქალაქე მოსკოვში დარჩა
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ნიუ იორკში ასრულებდა რეისს და რომლითაც აშშ-ის მოქალაქეთა სამშობლოში ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, გაფრენა ბოლო მომენტში ვერ შეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რეისის მგზავრებმა ფრენის გაუქმების შესახებ, თვითმფრინავის ბორტზე ასვლის შემდეგ შეატყობინეს.
ინციდენტს „შერემეტევოს“ აეროპორტში მგზავრების აღშფოთება მოჰყვა.
რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ამავე რეისით აშშ-დან სამშობლოში რუსეთის მოქალქეები უნდა დაბრუნებულიყვნენ.
რუსეთის მთავრობის განკარგულებით, 4 აპრილიდან რუსეთიდან ყველა საერთაშორისო ფრენა შეწყდა. შეზღუდვა ეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილ ფრენებსაც.
რუსეთშო აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ მოსკოვი-ნიუ იორკის რეისის გაუქმების შესახებ ინფორმირებულები არიან და რუსეთი მთავრობისგან ახსნა განმარტებას ელოდებიან.
на борту того самого рейса “Аэрофлота”, который должен был лететь в Нью-Йорк, но был отменен в последний момент (самолет уже рулил к полосе), начался ужасный скандал
автор видео – артист балета Джулиан Маккей, который летел в Америку к умирающем отцу (https://t.co/VbOeFo4ItI) pic.twitter.com/qayxMUnPLz
— Liza Fokht (@lizafoht) April 3, 2020