რუსეთმა ქალაქ დნიპროზე დრონებით იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

19:24, 30.09.2025

უკრაინის ქალაქ დნიპროზე რუსეთის დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა, დაშავებულია 15 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.

დაშავებულების უმეტესობა ჰოსპიტალიზებულია, ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.

დრონების იერიშის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა.

რეგიონის ხელმძღვანელის ცნობით, ქალაქში განგაში გრძელდება, სერგეი ლისაკი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მსგავსი