რუსეთმა ოდესის რეგიონში მოლდოვასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაბომბა
რუსეთმა ოდესის რეგიონში მოლდოვასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაბომბა, რის გამოც მოძრაობა გადაკეტილია.
უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით „ტაბაკის“ საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.
დაბომბვის შედეგად საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან არსებული შენობები და ნაგებობები დაზიანდა. ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ჩააქრო.
ამჟამად ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არც მანქანები და არც ადამიანები არ მოძრაობენ.
მოლდოვა ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ. მოქალაქეებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის დაგეგმვისას. მანქანები სხვა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადამისამართდებიან.