რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა, დამწვარია ავტომობილები
გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა. თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.
როგორც ოდესის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, შედეგად დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობა, ასევე დაიწვა ავტომობილები.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების აქტიური მუშაობის მიუხედავად, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: ადმინისტრაციული შენობა, დაიწვა ავტომობილები, ჩამსხვრეულია საცხოვრებელი შენობების ფანჯრები“, – განაცხადა ოლეგ კიპერმა.