მედიის ცნობით, რუსეთმა ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ხაფთარის დასახმარებლად 400 დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა
მედიის ცნობით, რუსეთმა ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ხაფთარის დასახმარებლად 400 დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა

რუსეთმა ლიბიაში ამბოხებული გენერლის, ხალიფა ხაფთარის დასახმარებლად სირიიდან 400 დაქირავებული მებრძოლი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბიაში გამგზავრებამდე, რუსი დაქირავებული მებრძოლები ქამიშლის აეროპორტიდან ხმეიმიმის რუსულ სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ. სირიიდან ლიბიაში გაგზავნილი მებრძლების რიცხვი უკვე 5 000-ს აჭარბებს. თურქული მედია წერს, რომ რუსეთი სირიიდან ლიბიაში გაგზავნილ დაქირავებულ მებრძოლებს ყოველთვიურად 1 500-დან 2 000 დოლარამდე უხდის. გაერო-ს ანგარიშებში აღნიშნულია, რომ „შაბიჰას“ დაჯგუფებამ ომის დანაშაული არაერთხელ ჩაიდინა.