უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევის, ოდესის, ლვოვის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საცხოვრებელ უბნებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური შეტევა განახორციელა
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა კიევის, ოდესის, ლვოვის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საცხოვრებელ უბნებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

რუსეთმა უკრაინაში კიევის, ოდესის, ლვოვის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის რეგიონებში საცხოვრებელ უბნებზე და ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ლვოვის ოლქში სარაკეტო იერიშს ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაბომბვის შემდეგ შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიში სამ თბოელექტროსადგურზე განახორციელა, რასაც ობიქტების სერიოზული დაზიანება მოჰყვა. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად გამორთულია რუსული სარაკეტო დარტყმის გამო. დაბომბვის შედეგად ხარკოვი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 81 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ისროლა, მათ შორის 28 „X-101/X-555“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 20 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 6 „X-22“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 8 მართვადი საავიაციო რაკეტა, 13 „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, ასევე გაუშვა 8 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 34 ფრთოსანი რაკეტა და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.