რუსეთმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა, დაშავებულია 46 ადამიანი
რუსეთმა ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა, დაშავებულია 46 ადამიანი

რუსეთმა გუშინ ღამით ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელა, აფეთქებების ხმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ისმოდა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, იერიშების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა 11 წლის მოზარდიც. იერიშები საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებს ხარკოვში არანაირი სამხედრო მიზნები არ ჰქონდათ. ზელენსკის თქმით, რუსეთი შეგნებულად აკეთებს ამას და საცხოვრებელ სახლებს მაშინ ურტყამს, როცა ადამიანები სახლში არიან და შვილების დასაძინებლად ემზადებიან.

„ვიდრე მსოფლიო გადაწყვეტილებების მიღებას ყოყმანობს, უკრაინაში თითქმის ყოველი ღამე საშინელებად იქცევა. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, რომლებიც მშვიდობისკენ ისწრაფვიან. მხოლოდ ძალა და სანქციები შეაჩერებს რუსეთს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.