რუსეთმა ხარკოვში, სუმს და ჩერკასის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა თავდასხმები
რუსეთმა ხარკოვში, სუმს და ჩერკასის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა თავდასხმები

24 დეკემბრის საღამოს რუსულმა არმიამ ხარკოვში, სუმსა და ჩერკასის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა თავდასხმები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

„ეს წმინდა საღამო ჩერკასის ოლქში მტრის თავდასხმით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩერკასის რაიონში რუსული რაკეტა გაანეიტრალეს. ერთი ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა მძიმე არაა,“ – აცხადებს ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი.

წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში აფეთქების ტალღამ საგანმანათლებლო დაწესებულება, ავტოფარეხის კოოპერატივი და ადგილობრივი სასაფლაო დააზიანა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსეთი მთელი დღის განმავლობაში უმიზნებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

„მიზანი ნათელია – იმ ენერგეტიკული კუნძულის განადგურება, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშენებდით და მცდელობა ჩვენი ქალაქი, ყველა ჩვენგანი სიცივესა და სიბნელეში ჩაძირონ“, – აცხადებს ხარკოვის მერი.

გავრცელებული ცნობით, სუმის ოლქს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით შეუტია, რის შედეგადაც ბინები და საოფისე შენობები დაზიანდა.