რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, არიან დაშავებულები
რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, არიან დაშავებულები

უკრაინაში, ხარკოვის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ორი ქალის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

სინეგუბივის თქმით, რუსები ხარკოვს S-300-ის ტიპის ორი რაკეტით დაესხნენ თავს.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა კი მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.