რუსეთმა კალინინგრადის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა ეს-400 განათავსა

17:33, 15.03.2019

რუსეთმა კალინინგრადის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა ეს-400 განათავსა.

რუსეთის ბალტიის ფლოტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი თაობის საჰაერო თავდაცვის სისტემა ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში, საჰაერო საზღვრების დასაცავად განთავსდა.

ბალტიის ფლოტმა ეს-400-ის სისტემა მარტის დასაწყისში, ასტრახანის ოლქის სამხედრო ობიექტზე ჩატარებული გამოცდების შემდეგ მიიღო.

მსგავსი