რუსეთმა ღამით უკრაინაზე იერიში ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით განახორციელა
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიში ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე დრონებით განახორციელა.
ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 16-17 ოქტომბრის ღამის თავდასხმებისას რუსულმა ძალებმა ისკანდერ-M/KN-23-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები, Kh-22/32 ტიპისა და „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და 332 „შაჰედის“ ტიპის დრონი გამოიყენეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ 293 საჰაერო საშუალების განადგურება შეძლეს. როგორც ცნობილია, თავდასხმები 22 ადგილზე განხორციელდა, ნამსხვრევები კი სამი ლოკაციაზე ჩამოცვივდა.
მედიის ცნობით, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე შეტევები გრძელდება და მათი რამდენიმე დრონი კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეშია.