რუსეთმა ღამის განმავლობაში კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური საჰაერო იერიშები განახორციელა
რუსეთმა ღამის განმავლობაში კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური საჰაერო იერიშები განახორციელა

რუსეთმა ღამის განმავლობაში კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებით ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიშები განახორციელა. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, იერიშებს მოჰყვა მსხვერპლი, დაღუპულია 41 წლის მამაკაცი, ერთი ქალი კი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთიდან კიევის მიმართულებით 54 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, მათგან 52 უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

იერიშების შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა.