რუსეთმა გასულ ღამეს სუმის ოლქზე თავდასხმა განახორციელა, არიან დაშავებულები

12:41, 31.10.2025

გასულ ღამეს რუსეთმა სუმის ოლქზე თავდასხმა განახორციელა.

რუსებმა იერიში დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვია.

„ყველა დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარე ცხრასართულიან და ორსართულიან საცხოვრებელ შენობებზე“, – განაცხადა გუბერნატორმა იგორ კალჩენკომ.

მისივე თქმით, იერიში ასევე განხორციელდა რკინიგზაზე, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რამდენიმე შენობა.

მსგავსი