რუსეთმა ევროკავშირის რვა მოქალაქეს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა
რუსეთმა ევროკავშირის რვა მოქალაქეს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ევროკავშირის რვა მოქალაქეს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ მარია სასოლის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მოსკოვის ე.წ. შავ სიაში ასევე მოხვდნენ ღირებულებების და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი იორგ რაუპახი.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომები ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. მოსკოვში ამბობენ, რომ უკანონო ცალმხრივი შეზღუდვების დაწესება გაერო-ს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს ეწინააღმდეგება.

„ევროკავშირის ამგვარი ქმედებები ეჭვს არ იწვევს, რომ მათი ნამდვილი მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება ნებისმიერ ფასად. დააწესონ მათი ცალმხრივი კონცეფცია „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი“, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.