რუსეთმა დრონებით დაბომბა კიევის სამხრეთის ხიდი, რის გამოც მეტროს და ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა
რუსეთმა დრონებით დაბომბა კიევის სამხრეთის ხიდი, რის გამოც მეტროს და ავტომობილების მოძრაობა შეჩერდა.
რუსული დრონი კიევში სამხრეთ ხიდს მაშინ შეეჯახა, როდესაც მეტროს მატარებელი ხიდის ღია მონაკვეთზე გადიოდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელმა მარჯვენა სანაპიროს მიაღწია, ხიდის ღია მონაკვეთი გადაკვეთა და ვიდუბიჩის სადგურში შევიდა, სადაც მგზავრები გადმოსხდნენ.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სამხრეთ ხიდის დამხმარე მონაკვეთთან ორი დრონით დარტყმის შესახებ განაცხადა.
რუსი სამხედროები კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ.
დღეს, დრონმა სოლომიანსკის რაიონში სკოლას დაარტყა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.
სამხედრო მოქმედებებისა და რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად, კიროვოგრადის, როვნოს, სუმის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონების მოსახლეობის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.