რუსეთის არმიის მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვას სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
უკრაინული მედიის თანახმად, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
„იაბლონოვკაში, ილინოვსკაიას თემში რუსებმა ორი ადამიანი მოკლეს და ორი სახლი დააზიანეს. კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს კონსტანტინოვკაში“, – განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ პოკროვსკში რუსეთის არმიის უპილოტო აპარატი ერთ-ერთ შენობას შეეჯახა.