რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ რუსეთს 103 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადასცა, სანაცვლოდ კი მოსკოვმა კიევს ამავე რაოდენობის, 103 სამხედრო ტყვე გადასცა.
როგორც ცნობილია, ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული სამეფოს შუამავლობით მოხდა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან 103 სამხედრო ტყვე გადმოგვეცა. დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამჟამად ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებიან“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს თქმით, საჭირო ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ რუს სამხედრო მოსამსახურეებს რუსეთში გადაიყვანენ შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის.