რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს
რუსეთმა და უკრაინამ გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ბერლინში გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ეს განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაროშ შეფჩოვიჩმა გააკეთა. მისი თქმით, მიღწეულ შეთანხმებას მხარეები მოსკოვსა და უკრაინაში დღეს განიხილავენ.
რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებმა ევროკომისიას შუამდგომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც ცნობილია, მხარეები მომავალი შეთანხმების ვადებსა და ტრანზიტის მოცულობაზე შეთანხმდნენ.
უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ვადა, არსებული კონტრაქტის მიხედვით, წლის ბოლოს იწურება.